თბილისი (GBC) - 7 მაისს Lion Finance Group PLC-ის (LFG; ყოფილი Bank of Georgia Group PLC/BOGG) დირექტორთა საბჭოს მიერ გამოცხადებული 2026 წლის პირველი კვარტალის შუალედური დივიდენდისთვის გადახდის კურსი განისაზღვრა. 

ჯგუფი თითო ჩვეულებრივ აქციაზე ₾2.85-ის დივიდენდს 10 ივლისს გაანაწილებს, რომელიც ფუნტ სტერლინგში იმ ინვესტორებზე ანაზღაურდება, რომლებიც კომპანიის აქციონერთა რეესტრში 2026 წლის 26 ივნისის სამუშაო დღის დასრულების მდგომარეობით იყვნენ რეგისტრირებული.

დივიდენდის გადახდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ქართული ლარის/ბრიტანული ფუნტი სტერლინგის საშუალო გაცვლითი კურსით მოხდება, რომელიც  2026 წლის 22-26 ივნისის პერიოდისთვის შეადგენდა 3.4967-ს და სწორედ ეს კურსი იქნება გამოყენებული კომპანიის ჩვეულებრივი აქციების მფლობელებისთვის დივიდენდების გადასახდელად.

შესაბამისად, თითოეულ ჩვეულებრივ აქციაზე გადასახდელი ფულადი დივიდენდი დაახლოებით £0.81505419-ს შეადგენს.

იმ აქციონერებს, რომლებსაც დივიდენდის გადასახდელად Computershare Investor Services PLC-ისთვის არ აქვთ მიწოდებული შესაბამისი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, დივიდენდი ბრიტანული სტერლინგით გაცემული ჩეკის სახით გადაეცემათ.