თბილისი (GBC) - გალტ & თაგარტის 8–12 ივლისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასი როგორც კვირის, ისე თვის ჭრილში მკვეთრად არის გაზრდილი, თუმცა აპრილში დაფიქსირებული რეკორდულად მაღალი მაჩვენებლებისგან ჯერ კიდევ შორსაა. 

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 43.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.28% წინა კვირასთან შედარებით და +17.85% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 660 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 41.50 - 44.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 133 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 29.45 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +6.90% წინა კვირასთან შედარებით და +15.49% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 392 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.40 - 29.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 122 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.81% წინა კვირასთან შედარებით და +29.76% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 743 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 10.28 - 10.94 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 103 ათასი აქცია შეადგინა.