თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 19–23 მაისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციები პლუსშია – როგორც წინა კვირასთან, ისე წინა თვესთან შედარებით. ყველაზე სოლიდური ზრდა ამ პერიოდში Lion Finance Group-მა აჩვენა. 

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 66.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.03% წინა კვირასთან შედარებით და +17.90% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 251 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 64.00 - 67.75 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 65 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 45.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.88% წინა კვირასთან შედარებით და +1.78% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 242 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.75 - 46.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 93 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 19.02 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.49% წინა კვირასთან შედარებით და +24.15% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 163 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 18.44 - 19.54 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 99 ათასი აქცია შეადგინა.