თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 8–12 დეკემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამი ქართული კომპანიიდან ორის აქციები, წინა კვირასთან შედარებით, 1%–ზე ნაკლებით არის გაიაფებული. სოლიდური ზრდა აჩვენა Georgia Capital-მა – როგორც წინა კვირასთან, ისე წინა თვესთან შედარებით.
კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 91.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.22% წინა კვირასთან შედარებით და +14.52% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 296 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 90.85 - 95.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 48 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 40.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.87% წინა კვირასთან შედარებით და +5.68% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 394 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 39.25 - 41.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 82 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 29.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.56% წინა კვირასთან შედარებით და +17.32% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 222 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 28.55 - 30.25 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 43 ათასი აქცია შეადგინა.