თბილისი (GBC) – ეროვნული ბანკის მონაცემებით, თებერვალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ მომხმარებლების 72 საჩივარი დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი 5 ერთეული განცხადებით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა სულ 77 იყო.

სების ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში ავტოსესხზე სულ 8 პრეტენზია დაფიქსირდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ამ კატეგორიის სულ 2 საჩივარი იყო. რაც შეეხება სამომხმარებლო სესხს, ამ წლის თებერვალში დაფიქსირდა სულ 1 პრეტენზია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 54. სების ინფორმაციით, სალომბარდე სესხზე 2024 წლის თებერვალში დაფიქსირდა 53 პრეტენზია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 7.

მიკროსაფინანსოების მიმართ პრეტენზიებს ხასიათის მიხედვით რაც შეეხება, ადმინისტრაცია/მომსახურების მიმართულებით ამ წელს დაფიქსირდა სულ 38 პრეტენზია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 25. ჯარიმებს და ვადაგადაცილების საკომისიოებს რაც შეეხება, თებერვალში დაფიქსირდა სულ 22 პრეტენზია, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში იყო - 41. ეთიკის კოდექსთან დაკავშირებულ პრეტენზიებს რაც შეეხება, ამ წლის თებერვალში დაფიქსირდა 2 პრეტენზია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ამ მიმართულებით პრეტენზია საერთოდ არ ყოფილა.

სების ინფორმაციით, პრეტენზიის დამუშავების სტადიის მიხედვით ისეთი, როგორიცაა „განხილვა ფინანსური ორგანიზაციის შიგნით დასრულებულია და მომხმარებლის პრეტენზია მიჩნეული იქნა საფუძვლიანად, თუმცა პრეტენზიით გამოხატული პრობლემა არ არის აღმოფხვრილი“, 2024 წლის თებერვალში ასეთი შემთხვევა საერთოდ არ დაფიქსირებულა, ხოლო, რაც შეეხება განხილვას, რომელიც ფინანსური ორგანიზაციის შიგნით დასრულებულია და მომხმარებლის პრეტენზია მიჩნეული იქნა უსაფუძვლოდ - ამ წლის თებერვალში 30-მა მომხმარებელმა დააფიქსირა. 13 მომხმარებელს შემთხვევაში პრეტენზიასთან დაკავშირებით განხილვა არ არის დასრულებული.

2024 წლის თებერვალში - „საფუძვლიანად მიჩნეული პრეტენზიის პრობლემა გადაწყვეტილი იქნა მომხმარებლის სასარგებლოდ და მიღწეული იქნა პრეტენზიით გამოხატული პრობლემის აღმოფხვრა“ - სულ 29 შემთხვევა დაფიქსირდა.