თბილისი (GBC) - სებ-მა დაკრედიტების შენელების გათვალისწინებით, (01.01.2026 მდგომარეოობით + 13.4%Y.Y) კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი კვალ არ აამოქმედა. თუმცა ნეიტრალური კონტრციკლური ბუფერი იზრდება, როგორც იყო გაწერილი.

ფსკ (ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი) აღნიშნავს, რომ კომერციული ბანკები განაგრძობენ კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური კომპონენტის ეტაპობრივ დაგროვებას.

მარტში ბანკებს 0.75% ნამეტი რეზერვი მოეთხოვება. 2024-ის გაზაფხულზე ამოქმედებული  ბუფერი III ეტაპზეა.  I იყო 0.25% და IV - 1%-მდე, სრულად 2027 - ში (15/03) შეივსება.

კაპიტალის აღნიშნული ბუფერი მომავალში მიკრობანკებსაც დაეკისრება. ციფრული ბანკები ამ და კაპიტალის სხვა რეგულაციებისგან თავისუფალია.

ფსკ - ის შეფასებით, Q4/2025-ში სესხები/მშს შეფარდება გრძელვადიანი ტრენდის ქვემოთ ნარჩუნდება, რის შედეგადაც ფარდობის გაპი კვლავ უარყოფითია, რომლის გახანგრძლივებას, სებ-ის ინფორმაციით, მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ შეუწყო ხელი. 

მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი 0 რჩება.