თბილისი (GBC) - JSC TBC Bank-ის Deputy CEO-მ, ნინო მასურაშვილმა, 5 ოქტომბერს TBC PLC-ის 2,715 აქცია გაყიდა.

კერძოდ, მასურაშვილმა 1,715 აქცია თითო აქციაზე საშუალოდ £50.60-ად გაასხვისა. გარიგების ჯამურმა ღირებულებამ £86,779 შეადგინა.

ამავე დღეს მან დამატებით 1,000 აქცია გაყიდა, თითო აქციაზე საშუალოდ £50.80-ის ფასად. აღნიშნული ტრანზაქციის ჯამური ღირებულება £50,800 იყო.

ორივე გარიგების შედეგად ნინო მასურაშვილმა ჯამში 2,715 აქცია, საერთო ღირებულებით £137,579, გაყიდა.