თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 324 მილიონი დოლარით გაიზარდა და 01.01.2025-ისთვის  4.45 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას თქმით, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა მოცემულ მომენტში, როდესაც ბაზარი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების გაზრდის საშუალებას იძლევა.

„სავალუტო რეზერვები ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი გარანტია", -  ნათია  თურნავამ აღნიშნა, რომ წლის ბოლოს სებ-მა მოახერხა სოლიდური ზრდა, რაც რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. 

1) ნოემბერ-დეკემბერში ეროვნულმა ბანკმა შეიძინა საკმაო რაოდენობის დოლარი ბაზარზე, რის შესაძლებლობასაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა იძლევა. 

2) საბანკო სექტორში თვიდან თვემდე იზრდება დეპოზიტები როგორც უცხოურ ვალუტაში, ასევე ეროვნულ ვალუტაში. უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების ზრდა, სავალდებულო ნორმის ზრდასთან ერთად (ფსკ-ს ბოლო  გადაწყვეტილებით, სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით გაიზარდა) ასევე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მთლიანი მოცულობის ზრდაში

"მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო გვიწევს რეზერვების დახარჯვა, სავალუტო ბაზარზე არაფუნდამენტური ფაქტორებით გამოწვეუული ჭარბი მერყეობის გაზანეიტრალებლად, პირველივე შესაძლებლობისთანავე, ეროვნული ბანკი ყველა ღონეს ხმარობს, რომ კვლავ შეავსოს საერთაშორისო რეზერვები“, -  ნათია თურნავამ.

მან რეზერვების დივერსიფიცირების სიკეთეზეც აღნიშნა, - 3) " წლის დასაწყისში სებ-მა შეიძინა მონეტარული ოქრო და ამ პერიოდში ოქროს საერთაშორისო ფასის ზრდის შედეგად $ 100 მილიონიანი მატებაა, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობაში".

მისი თქმით, ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება, მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის ფონზე. ფიქრობს, რომ  რეზერვები კვლავაც განაგრძობს აღმავალ ტრაექტორიას.

საერთაშორისო რეზერვებზე ინფორმაცია 7 თებერვალს განახლდება.