თბილისი (GBC) - რიკო 94 000 ლარით დაჯარიმდა.
სებ-ის ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მისო) AML/CFT საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევისთვისაა სანქცირებული.
10 000 ლარი, ქვეყნის მთავარ ლომბარდს, ტრანზაქციებზე ფინანსური მონიტორინგის არასწორად ინფორმირებისთვის დაეკისრა.
12 000 - სებ-ის მოტყუებისთვის. ზედამხედველისთვის, გამოთხოვილი ინფორმაცია, 6 შემთხვევაზე არასწორადაა მიწოდებული.
30 0000 ლარი გამოწერილია, 3 კლიენტთან გარიგების აღრიცხვის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის. ოპერაციები ელექტრონულ სისტემაში არ იყო გატარებული.
5 კლიენტთან დარღვეულია ფულის გათეთრების კანონმდებლობის მოთხოვნა, საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგზე, რაც 30 000 ლარით სანქცირებას ექვემდებარება.
ამ 5 კლიენტზე არ გატარებულა პრევენციული ზომები. შეუსწავლელია მათი საქმიანობა.
მ/ო ბაზრის ყველაზე მსხვილი მოთამაშე ლომბარდია. მისო "რიკოს" საკრედიტო ხაზის მთავარი პროდუქტი სალომბარდე სესხია, თუმცა მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ეს საფინანსო ინსტიტუტს სულაც არ აკნინებს. იმ მ/ო ბაზარზე ყველაზე სანდოა.