თბილისი (GBC) - შანხაიში შეხვედრების ფარგლებში, სების პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს პან გონშენგს შეხვდა.
განიხილეს საქართველო-ჩინეთისეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობის საკითხები, თანამშრომლობა ფინანსური ბაზრების და სერვისების მიმართულებით,სამომავლო პარტნიორობა.
აღინიშნა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის შარშანგაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მიღწეული პროგრესი.
თურნავამ აღნიშნა, ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვნად გაღრმავებაზე, განსაკუთრებით, ფინანსურ ბაზრებისა და ორ ქვეყანას შორის არსებული ფინანსური სერვისების განვითარებით, საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მიმართულებით.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ექსპორტისა და იმპორტის მოცულობა, ასევე ჩინური ინვესტიციები და ტურისტული ნაკადები.
„ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება, რაც ქმნის მყარ საფუძველს, რომ ჩკიდევ უფრო გავაღრმავებთ საფინანსო სექტორში“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ, რათა ხელი შეუწყონ საქართველოსა და ჩინეთს შორის ფინანსური და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებას.
(R)