თბილისი (GBC) - საპენსიო სააგენტო „თეგეტას“ 10-მილიონიან ემისიაში შევიდა (ემიტენტს მინიჭებული აქვს რეიტინგი:• Scope Ratings – BB- / სტაბილური საკრედიტო პერსპექტივით), რომელიც კომპანიის 30–მილიონიანი ემისიის მორიგი ტრანშია. ადგილობრივ ობლიგაციებში მორიგი ინვესტიციის და ახლად დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელის გადანაწილებას სააგენტო ივლისის ანგარიშში წარმოადგენს. 

ამ დროისთვის, შემოსავლიანობის კოეფიციენტით "თეგეტა" ლარის ობლიგაციების დანარჩენ ემიტენტებს ჯობნის. ფასიანი ქაღალდების ფიქსირებული განაკვეთი ყველაზე მაღალია 13.5%.

30 მილიონიანი პროგრამის ბოლო 10 მილიონიანი დასკვნითი ტრანში, TBC კაპიტალის მხარდაჭერით, ივლისში განთავსდა.

საპენსიო სააგენტოს ლარის საინვესტიციო პორტფელი კიდევ რამდენიმე ადგილობრივი ბონდით არის წარმოდგენილი, მათ შორის ნიკორას, რომლის შემოსავლიანობა 11.7%-ია, ასევეა სელფის, 12.2-ად (დანარჩენ განთავსებებს გაეცანით ინფოგრაფიკით).

ივნისის ანგარიშით საპენსიო დანაზოგები 5.2 მილიარდ ლარია. ამონაგების 1.1 მლრდ -ს აღემატება. დანაზოგის ნაწილი გლობალურ აქციებშია ინვესტირებული. სამპაკეტიანი საპენსიო სქემით, დაბალრისკიან, კონსერვატიულ პაკეტში სავალუტოს წილი 20%-მდეა, საშუალორისკიან, დაბალანსებულ პაკეტში 40%-მდე და მაღალრისკიანში 60%-მდე. ამ დროისთვის 18%/33%/54% -ია.

ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც სააგენტოს სახელწოდებას უცვლის (ფონდი დაერქმევა), დეპოზიტებთან, ობლიგაციებთან და აქციებთან ერთად აქტიურდება აქტივის ახალი კლასი, "სხვა აქტივები", რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებში საინვესტიციო დაბანდებებს მოიცავს.
 
წყარო: ბიზნესპარტნიორი