თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 28 სექტემბერი – 2 ოქტომბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასები, წინა კვირასთან შედარებით, მნივშნელოვნად დავარდა.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 132.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -9.05% წინა კვირასთან შედარებით და -0.75% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 332 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 131.10 - 148.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 52 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 50.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.87% წინა კვირასთან შედარებით და +1.20% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 388 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 50.35 - 54.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 73 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 44.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -5.76% წინა კვირასთან შედარებით და +1.49% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 185 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.85 - 48.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 76 ათასი აქცია შეადგინა.