თბილისი (GBC) – საქართველოს საინვესტიციო ფონდების ბაზარზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 2025 წელს, როდესაც საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების ჯამური მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 2.3-ჯერ გაიზარდა და 459 მლნ ლარს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

რეგულატორის ცნობით, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ეროვნული ბანკის მიერ 11 აქტივების მმართველი კომპანია და 21 საინვესტიციო ფონდი იყო რეგისტრირებული.

საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების საქმიანობას საქართველოში „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონი და ეროვნული ბანკის მიერ მის საფუძველზე შემუშავებული ჩარჩო არეგულირებს. ახალი ჩარჩო ევროკავშირის შესაბამისი დირექტივებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიათა საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) ძირითად პრინციპებზეა დაფუძნებული.