თბილისი (GBC) – სებ-მა აქტივების მმართველ კომპანიებს ჩინურ იუანში (CNY) ინვესტირებაზე აუწყა. CNY-ის ინსტრუმენტებში არაძირითადი  ვალუტების 10%-იანი წილიდან 5% მიემართება.

შეხვედრაზე სებ-ის გადაწყვეტილების მართებულობის გასამყარებლად სხვა ქვეყნების პრაქტიკა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიდგომები მოიხმეს. მ.შ. სსფ-ის შეფასება, იუანის როლის ზრდაზე, რომელმაც SDR-ში (სპეციალური ნასესხობის უფლებები) მე-5 ვალუტად შეიყვანა (აშშ დოლართან, ევროსთან, იაპონურ იენასა და ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან ერთად).

სებ-ის პრეზიდენტი შეხვედრის მონაწილეებს, ფინანსთა, ეკონომიკის სამინისტროების, ბანკების, საბროკერო კომპანიების წარმომადგენლებს სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე მოუყვა. 

მაგ: იაპონიის ინვესტიცია $10 მილიარდია, ავსტრალიის $1.9 მლრდ, შვეიცარიას CNY15 მლრდ-ის საინვესტიციო კვოტა აქვს ($2.4 მლრდ-ის) WB-მ პირველი €500 მლნ 2017- ში მიმართა.

სებ-ის ინფორმაციით, აღნიშნული ცხადყოფს რომ ცენტრალური ბანკებისთვის ჩინურ ფასიან ქაღალდებში ინვესტირება დივერსიფიკაციის სტანდარტული და აპრობირებული ინსტრუმენტია.

ჩაინა მარკეტზე სებ-ის სასტარტო პოზიცია ნათია თურნავამ 12 თებერვალს განაცხადა. რაც საინვესტიციო ბანკირების ნაწილმა მოუწონა, ნაწილმა არა.

ვასილ რევიშვილის თქმით, დივერსიფიკაცია ნებისმიერ შემთხვევაში კარგია, მაგრამ ევროში ან დოლარში განთავსება უფრო პოპულარულია წმინდა ეკონომიკური და კომერციული თვალსაზრისით. დივერსიფიკაციისთვის, რეზერვებში იუანის წილის ზრდაც მისაღებია, თუმცა საყურადღებოა რისკები (წყარო:BRG). ჩინური ფასიანი ქაღალდების ამდროინდელ ტრენდზე აღნიშნა, რომ შემოსავლიანობა ძალიან დაბალ ნიშნულზეა და შესაბამისად ამ ეტაპზე ნაკლებად სწორი გადაწყვეტილება იქნება.

10 წლიანი ამერიკული ობლიგაციების შემოსავლიანობა 4%-ია. ჩინეთის, 1.8%.

ჩინეთი ურისკო ქვეყანა არ არის. არ არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის ქაღალდები საუკეთესოა და ეკონომიკას AAA საკრედიტო რეიტინგი აქვს, ჩინეთი კი არის A ან A+. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთს საინვესტიციო რეიტინგი აქვს, თუმცა საკმაოდ რისკიანია.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩინეთის მთავრობის ინტერესშია ჩინური იუანის ნაკლები გამყარება დოლარის მიმართ. იუანი, ალბათ დამატებით შესაძლებლობას მისცემს საქართველოს საბანკო სისტემას უფრო მარტივი გახდეს იუანში ოპერაციები, რაც თავისთავად ცუდი არ არის. შესაძლოა შემოსავლიანობა შეიცვალოს, მაგრამ ეკონომიკა ნაკლებად პროგნოზირებადია, გაანალიზება რთულია პოლიტიკური ზეგავლენისა და სახელმწიფოს დიქტატის გამო.

TBC-ის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია ადასტურებს რომ "ეს მართლა დივერსიფიკაციაა". (წყარო: ბიზნესპარტნიორი).

მისივე თქმით, ჩინეთის ეკონომიკა და საფინანსო სისტემა უკვე გლობალური მასშტაბის მოთამაშეა, რაც ასეთ ნაბიჯს სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს. აღნიშნა, რომ მულტისავალუტო კალათა თანამედროვე რეზერვების მართვის აუცილებელი ელემენტია. ნადარაიამ სებ-ის ჩამონათვალს ნორვეგიის მაგალითიც დაურთო.

მისი თქმით, დოლარი, ევრო და იუანი, რომ ყველაზე დიდი ვალუტების TOP 3-ია მსოფლიო ეკონომიკის ობიექტური რეალობაა.