დიპლომიანი უმუშევრები თუ მასწავლებლების დეფიციტი? — კობახიძე განათლები...
კობახიძის მტკიცებით,
ჩაატარეს კვლევა, რომლის
უმთავრეს მიზნად
განისაზღვრა
უნივერსიტეტებში
სპეციალობების მიხედვით
კვოტების გადანაწილება.
როგორც მან აღნიშნა,
მსგავსი კვლევები
ქვეყანაში 2017 წლიდან
მოყოლებული ტარდებოდა.
კობახიძის თქმით, კვლევის
ფარგლებში გამოიკითხა 12 500
საწარმო – აქედან 470 იყო
მსხვილი საწარმო, 1 752
საშუალო ზომის საწარმო და 10
278 მცირე ზომის საწარმო,
რომლებიც შეირჩა
შემთხვევითი შერჩევის
პრინციპით.პრემიერ-მინისტრმა
აღნიშნა, რომ შრომის
ბაზარზე არსებული
მდგომარეობა ხუთწლიან
პერსპექტივაში შეფასდა და
სამუშაო ძალაზე მოთხოვნა
შეისწავლეს Cambridge Econometrics-ის
მიერ საქართველოსთვის
შემუშავებული შრომის
ბაზრის პროგნოზირების
მოდელით.ირაკლი კობახიძის
განცხადებით, კვლევის
მიხედვით, სამუშაო ბაზარზე
ყველაზე დიდი მოთხოვნა
არის საშუალო სკოლის
მასწავლებლებსა და
გაყიდვებისა და
მარკეტინგის
მენეჯერებზე.„ჩვენ
შევისწავლეთ
დასაქმებულებზე მოთხოვნის
ზრდა 5-წლიან პერსპექტივაში
და იმ ადამიანების
რაოდენობა, რომელთაც
უმაღლესი განათლება
სჭირდებათ შრომის ბაზარზე
შესასვლელად. ეს
მაჩვენებელი შეადგენს 64 095-ს.
აქედან 42 316
კურსდამთავრებულის
საჭიროება არის კერძო
სექტორში, ხოლო 21 779-ის
საჯარო სექტორში. აქ
იგულისხმება მათ შორის,
ჩანაცვლების მოსალოდნელი
მაჩვენებელიც.რაც შეეხება
პროფესიულ ჯგუფებში
უმაღლესი განათლების
საჭიროების მოთხოვნას, აქ
ლიდერობს შემდეგი
პროფესიები: საშუალო
სკოლის მასწავლებლები – 6149;
გაყიდვებისა და
მარკეტინგის მენეჯერები –
4761; ექთნის დამხმარე
სპეციალისტები – 2781, ექიმი
სპეციალისტები – 2701,
მშენებლობის მენეჯერები –
1710, პროგრამისტები – 1691,
პროფესიული განათლების
მასწავლებლები – 1655,
მშენებლობის
ზედამხედველები – 1299,
ელექტროტექნიკოსები – 1124,
მომარაგების და
დისტრიბუციის მენეჯერები
– 1008.ანუ კვლევამ დაადგინა,
რომ ამ კონკრეტულ
პროფესიებზე არის ყველაზე
დიდი მოთხოვნა შრომის
ბაზარზე“, – თქვა ირაკლი
კობახიძემ.კობახიძის
თქმით, შრომის ბაზრის
ანალიზმა გამოავლინა, რომ
ყოველწლიურად დაახლოებით 14
400 სტუდენტი უნდა აბარებდეს
უნივერსიტეტებში, „თუმცა
საბოლოო ჯამში, როდესაც
კვოტები გადანაწილდა, ჩვენ
გავთვალეთ 5-წლიანი
პერსპექტივა და ასევე
მხედველობაში მივიღეთ
დღეს არსებული
გარემოებები“.პრემიერი
ამბობს, რომ არის
შემთხვევები, სადაც
მოთხოვნა უფრო მაღალია,
ვიდრე ჩარიცხული
სტუდენტების რაოდენობა,
თუმცა, მისი თქმით, არის
სხვა კუთხით პრობლემები
უმაღლესი განათლების
სისტემაში, „მაგალითად
არის შესაბამისი
მაღალკვალიფიციური
აკადემიური პერსონალის
დეფიციტი, აქედან
გამომდინარე, ამ
შემთხვევაში გადავწყვიტეთ
ეტაპობრივად, წლიდან
წლამდე გავზარდოთ
ჩარიცხულთა რაოდენობა
ოპტიმალურ
მაჩვენებლამდე“.„მაგალითისთვის
რომ ავიღოთ სამართლის
მიმართულება, აქ
ჩარიცხვების საშუალო
წლიური რაოდენობა გასული 5
წლის განმავლობაში იყო 3598.
საშუალოდ, წლიურად
ირიცხებოდა სამართლის
ფაკულტეტებზე.
კურსდამთავრებულთა
რაოდენობა შეადგენდა 2047-ს.
ესეც შემაშფოთებელი
მაჩვენებელია, რაც
მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ
გვჭირდება უმაღლესი
განათლების ხარისხის
თვისებრივად
გაუმჯობესება. როდესაც
კურსდამთავრებულთა
მაჩვენებელი ჩარიცხვასთან
შედარებით 40%-ია, ეს
მეტყველებს იმაზე, რომ
გვაქვს სერიოზული
გამოწვევები უმაღლესი
განათლების სფეროში. ამ
კუთხით გამონაკლისი არ
არის არც სამართლის
მიმართულება.რაც შეეხება
მოთხოვნას, კვლევამ
გამოავლინა, რომ წელიწადში,
საშუალოდ გვჭირდება 678
იურისტი შრომის ბაზარზე,
მაშინ, როცა 3600 იურისტი
აბარებს იურიდიულზე და
ამთავრებს 2050. ეს
მაჩვენებელი მეტყველებს
იმაზე, რამდენად
აუცილებელი იყო შრომის
ბაზრის ანალიზის ჩატარება.
ჩვენ პრაქტიკულად
ვწირავდით სტუდენტებს
იმისათვის, რომ ისინი
მიიღებდნენ უმაღლესი
განათლების დიპლომს და
ვერასოდეს შეძლებდნენ
საკუთარი დიპლომის
შესაბამისად დასაქმებას,
რაც ბუნებრივია,
სახელმწიფოს
პასუხისმგებლობაა. ამის
თავიდან არიდება
სახელმწიფოს
პასუხისმგებლობაა და ამ
მიზანს ემსახურებოდა
შრომის ბაზრის ანალიზი,
რომელიც ჩვენ ჩავატარეთ“, –
თქვა ირაკლი
კობახიძემ.კობახიძემ
ისაუბრა იმ
მიმართულებებზეც, სადაც,
მისი თქმით, შრომის ბაზრის
მოთხოვნასა და უმაღლესი
განათლების სისტემის მიერ
გამოშვებულ სტუდენტებს
შორის დისბალანსი
ფიქსირდება.„აშკარად ჩანს,
რომ პედაგოგიკა არის
ერთ-ერთი ასეთი
მიმართულება, სადაც გვყავს
ნაკლები სტუდენტი, ვიდრე
არის შრომის ბაზრის
მოთხოვნა.საინჟინრო-ტექნიკურ
მიმართულებებში არის
უმეტეს შემთხვევებში
დაფიქსირებული დეფიციტი,
ეს ეხება მშენებლობას, ანუ
გვჭირდება იმაზე მეტი
მშენებელი, ვიდრე, დღეს,
უმაღლესი განათლების
სისტემა აწვდის შრომის
ბაზარს. ქიმიური
ტექნოლოგია და მეტალურგია,
ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ამ
მიმართულებებითაც არის
ნაკლებობა. საექთნო და
სამეანო საქმე, სოციალური
მუშაობა, ეს არის ის
სფეროები, სადაც მკვეთრი
დეფიციტი ფიქსირდება
მიწოდების კუთხით.რაც
შეეხება სიჭარბის
მაგალითებს, სამართალი
უკვე ვახსენე, სადაც არის
მკვეთრი სიჭარბე,
ანალოგიურად –
ეკონომიკაშიც გვაქვს
სიჭარბე, რაც შეეხება
ბიზნესის
ადმინისტრირებას, აქ,
რეალურად, დაბალანსებულია
მონაცემები, თუმცა აქ სხვა
პრობლემას ვაწყდებით, იმის
გამო, რომ
კურსდამთავრებულთა
კვალიფიკაციის დონე არ
არის საკმარისად მაღალი,
რეალურად, შრომის ბაზარზე
მაინც ფიქსირდება მკვეთრი
დეფიციტი. აქ არის
თავსებადობა რიცხვებს
შორის, ანუ რამდენსაც
უშვებს უმაღლესი
განათლების სისტემა,
იმდენზე არის მოთხოვნა
შრომის ბაზარზე, თუმცა
კვალიფიკაციის პრობლემის
გამო, რეალურად, მაინც
შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის
დეფიციტი ბიზნესის
ადმინისტრირების
მიმართულებითაც შრომის
ბაზარზე.სოციალური და
პოლიტიკური მეცნიერებები
– აქაც ფიქსირდება ძალიან
მკვეთრი დისბალანსი. არის
მოთხოვნადი სპეციალობა,
ძალიან ბევრი ამთავრებს,
თუმცა შრომის ბაზარზე არის
დაახლოებით 5-ჯერ ნაკლები
მოთხოვნა, ვიდრე გვყავს
კურსდამთავრებულები
სოციალური და პოლიტიკური
მეცნიერებების
მიმართულებით. იგივე ეხება
უცხო ენებს, სადაც არის
მკვეთრი სიჭარბე“, –
განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.პრემიერ-მინისტრმა
აღნიშნა, რომ შრომის ბაზრის
მოთხოვნებთან დაახლოება
ეტაპობრივად მოხდება. მისი
თქმით, რეფორმის ერთ-ერთი
მთავარი მიზანია,
„დაიხვეწოს პროფესიული
განათლება და ამაღლდეს
ხარისხი“.