თბილისი (GBC) - "თიბისი კაპიტალის" მომხმარებლის დანახარჯების დინამიკის მიმოხილვის მიხედვით, 2026 წლის იანვარში, თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურად 46%-ით გაიზარდა. ერთ ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი 459 ლარს გაუტოლდა.

ამავე თვეში, თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში ჯამურ უნაღდო დანახარჯებში რეზიდენტებმა 19%, ხოლო არარეზიდენტებმა 81% დაიკავეს.

2026 წლის იანვარში, რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში წლიურ ჭრილში 18%-ით გაიზარდა, რაც შეეხება საშუალო დანახარჯს, მაჩვენებელი 193 ლარს გაუტოლდა.

სასტუმროებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, 55%-ით გაიზარდა 2025 წლის იანვართან შედარებით. საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 674 ლარი დაფიქსირდა.

2026 წლის იანვარში, თიბისი ბანკის არხებით, რესტორნებში უნაღდო დანახარჯებში წლიური 45%-იანი ზრდა დაფიქსირდა. საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ 41 ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში, თიბისი ბანკის არხებით, რესტორნებში ჯამური უნაღდო დანახარჯები რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის, შესაბამისად, 65% და 35%-ად განაწილდა.

2026 წლის იანვარში, რესტორნებში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 24%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 30 ლარი დაფიქსირდა.

ამავე პერიოდში, რესტორნებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურად 110%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქცია 139 ლარს გაუტოლდა.