თბილისი (GBC) - სებ-მა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორიც დააჯარიმა. 

CSR დაჯარიმდა 2 000 ლარით, ერთ-ერთ კლიენტ ფასიანი ქაღალდების ემიტენტთან საქმიანი არსის  დაუდგენლობის გამო.

CSR მეორედ ჯარიმდება. რეგისტრატორი 3 000 ლარით სანქცირებულია 2022-ში. სებ-ის შეფასებით, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კანონის მოთხოვნები მისმა შიდა ინსტრუქციამ ვერ დააკმაყოფილა.

საფინანსო ბაზრის მონაწილეების სანქცირებაზე, დეკემბერში სებ-ის გამოქვეყნებული ყველა სანქცია მცირეა, ძირითადად 2 000 ლარიანი. 

ყველაზე მოცულობითი, 10 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა, სგს " საფინანსო პლუსს" ფულის გაეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების (AML/CFT) წარუდგენლობისთვის (განმეორებით).

ამავე საფუძვლით, 10 000 ლარით დააჯარიმა სებ-მა აღსრულების სამსახურის სგს.