თბილისი (GBC) – ივნისში სებ-მა მიმოქცევიდან 172 მლნ ლარამდე ამოიღო, $60 მილიონიანი სავალუტო ინტერვენციით. მაისში კი 300 მლნ ლარზე მეტი, 2 აუქციონით (16/05,28/05).
ამასთან, სებ-ის სტატისტიკით, ლარის მასა მაისში ₾200 მილიონით გაზრდილია და პირველი ივნისისთვის, ცენტრალური ბანკის მიმოხილვის თანახმად, 5.948 მლრდ ლარს შეადგენს. რეფინანსირების სესხებზე კი ნაშთი 3.797 მლრდ ლარამდეა.
პირველი ივნისისთვის სებ-ში ბანკების 5.468 მლრდ ლარის დეპოზიტებია (05/2023 - ₾ 5.511 მლრდ), საიდანაც 4.2 მლრდ ლარის სავალდებულო რეზერვებია (05/2023 - ₾4.5 მლრდ).
მარტი-აპრილისგან განსხვავებით, რა პერიოდშიც Bmatch-ზე სებ-ის წმინდა შესყიდვები $200 მილიონს შეადგენს, მაისში აღინიშნება წმინდა გაყიდვები, $15.5 მლნ-მდე.