თბილისი (GBC) - ოქროს სერტიფიკატებზე მოთხოვნა დეკემბერთან შედარებით შემცირებულია. ამ დროისთვის (8 აპრილის მდგომარეობით) მარაგშია 89 ცალი 20გ -იანი ოქროს სერტიფიკატი და 5 ერთეული 1კგ -იანის.

სებ-ის ინფორმაციით  1000გ -იანის ფასი 207 831 000 ლარია, 20გ -ის  4.156.610 ლარი.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საინვესტიციო ინსტრუმენტის - ოქროს სერტიფიკატების ემისია სებ-მა 2023-ის 4 დეკემბერს დაიწყო.

გაყიდვაში იყო 100 ცალი მცირე ზომის (20გ) და 10 ერთეული კილოგრამიანი (1000 გ) ზოდი.

სებ-ის ინფორმაციით, დეკემბერ-მარტიდან  ყველაზე აქტიური, გამოშვების თვე იყო. ამ დროისთვის გაყიდულია 16 ცალი სერტიფიკატი, მ.შ. 5 ერთეული 1კგ-იანი ოქროს ფასიანი ქაღალდი. 

სერტიფიკატების შეძენა კომერციული ბანკის, ასევე მიკრობანკის შუამავლობით არის შესაძლებელი. მფლობელს შეუძლია შეინახოს და ასევე მეორად ბაზარზე გაყიდოს. თუ გასაყიდი ფასი არ დააკმაყოფილებს, სებ-ი მზადაა უკან გამოისყიდოს. ამ დროისთვის გამოსყიდვის ფასი, ოქროს წონის შესაბამისად, 3 800 და 192 000 ლარია. 

სერტიფიკატებთან ერთად, გასული წლის მიწურულს (04.12.2023) სებ-მა ოქროს ზოდების გაყიდვაც დაიწყო. შეძენა შესაძლებელია საკასო ცენტრში. ასევე, ინტერნეტმაღაზიით  თუმცა, ონლაინ მხოლოდ 20გ-იანია ხელმისაწვდომი.

ფასიანი ქაღალდისგან განსხვავებით, ზოდებზე უფრო დიდი მოთხოვნაა. ამ დროისთვის 500-ზე მეტი 20გ -იანი  ზოდია გაყიდული. (ბიზნესპარტნიორი)

  >>> ყიდვა