თბილისი (GBC) –სებ-ი ISO 20022-ზე  გადასვლაზე აცხადებს,  გადახდების შეტყობინებების ახალ სტანდარტზე.

SWIFT-ის აღნიშნული სტანდარტი უზრუნველყოფს საბანკო სექტორის სრულ ინტეგრაციას საერთაშორისო ფინანსურ ნაკადებში.

მონაცემთა გადაცემისა და შეტყობინებების საერთაშორისო სტანდარტი მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკებისა და საგადახდო სისტემების მიღებულია  და წარმოადგენს SWIFT-ის მიერ წამოწყებულ ინიციატივას გლობალური ფინანსური კომუნიკაციის მოდერნიზებისთვის.

აღნიშნულ სტანდარტზე გადასვლა უზრუნველყოფს: მონაცემთა სიმდიდრეს - შეტყობინებები შეიცავს უფრო მეტ სტრუქტურირებულ მონაცემს, რაც ხელს უწყობს ტრანზაქციების უკეთეს ანალიზს, ავტომატიზაციას და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას (AML/KYC); ოპერაციულ ეფექტურობას - სტანდარტიზაცია ამცირებს შეცდომებს, ოპერაციულ ხარჯებს და აჩქარებს გადახდების დამუშავებას, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება ბიზნესსა და მომხმარებლებზე; გლობალურ თავსებადობას - ISO 20022 არის ერთიანი "ენა", რომელიც ქართულ ბანკებს საშუალებას აძლევს, უფრო შეუფერხებლად ითანამშრომლონ საერთაშორისო პარტნიორებთან.

ISO 20022-ის დანერგვა საფინანსო ბაზრისთვის ტექნოლოგიური წინ გადადგმულ ნაბიჯია, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების წახალისებას და ქვეყნის საგადახდო ინფრასტრუქტურის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას რეგიონულად და გლობალურად.