თბილისი (GBC) – ივრის ხეობაში მომხდარი ავიაკატასტროფის ადგილის სიახლოვეს მცხოვრებნი გვაწვდიან ინფორმაციას, რომ კატასტროფის ადგილზე ბევრი ცხედარია. შსს–ში GBC-ს აცნობეს, რომ ამ ეტაპზე მომხდარის დეტალებს არკვევენ და მოგვიანებით გაავრცელებენ ოფიციალურ ინფორმაციას.
მანამდე ცნობილი მხოლოდ ის იყო, რომ კახეთში, მდინარე ივრის ხეობაში, სავარაუდოდ, სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ GBC–ს ადგილობრივებმა აცნობეს. ვრცელდება ცნობები, რომ თვითმფრინავი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ ეკუთვნის.
ადგილობრივების თქმით, ინციდენტის ადგილისკენ უკვე მიემართებიან პოლიციელები და მაშველები. ინფორმაცია განახლდება.