თბილისი (GBC) - ეროვნულმა ბანკმა წლის დასაწყისიდან საერთაშორისო სავალუტო რეზერვები $1.3 მილიარდით  გაზარდა

ივლისში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე ინტერვენციებით, სავალუტო რეზერვები 416.9 მილიონი დოლარით შეივსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ ივლისის მდგომარეობით $5 მლრდ -ს გადააჭარბა.

სებ-ის ინფორმაციით, რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, ზედამხედველი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე.

2025 წლის სებ-ის ინტერვენციები:

  • მარტი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა    101.7 მილიონი აშშ დოლარი
  • აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი
  • მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა     245.4 მილიონი აშშ დოლარი
  • ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა   266.0 მილიონი აშშ დოლარი
  • ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 416.9 მილიონი აშშ დოლარი

      სავალუტო ოპერაციებზე მონაცემები 25 სექტემბერს განახლდება.