თბილისი (GBC) - ECB-ს გადაწყვეტილებამდე ევროპის და რეგიონის ქვეყნები მონეტარულ პოლიტიკას რიგრიგობით არბილებენ.

პირველი იყო შვეიცარია, რეფინანსირების განაკვეთის 1.5%-მდე დაწევით (25 საბაზისო პუნქტით). ცენტრალურმა ბანკმა ინფლაციის მოთოკვის 2.5 წლიანი კამპანია  დადებითად შეაფასა, რომლის ეფექტი თებერვლის 1.2%-იანი ინფლაცია გახდა შერბილების განმსაზღვრელი.

უკვე რამდენიმე თვეა ინფლაცია 2%-ზე დაბლა ნარჩუნდება. SNB წელს ინფლაციას საშუალოდ 1.4%-ს ნიშნულზე გასვლას ელოდება, გლობალური ეკონომიკა ზომერ ზრდას შეინარჩნებს, შემდეგ კვარტალებშიც.

ECB-ს პრეზიდენტს დაანონსებული აქვს შემცირება ივნისისთვის, თუ ინფლაცია და ხელფასების მონაცემები მის პროგნოზებთან შესაბამისობაში დარჩება. ამ დროისთვის საბაზისო განაკვეთის 4.5%-ია. 

პოლიტიკა შეარბილა უნგრეთმაც, გასულ კვირას, განაკვეთი 75 საბაზისო პუნქტით, 8,25%-მდე შეამცირა. იქაური მთავრობა ვერ თანხმდება, განაკვეთის შემცირებით  ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების წახალისება ჯობს, თუ უნგრეთის ცენტრალური ბანკის მმართველის მოადგილემ ბარნაბას ვირაგმა განაცხადა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფინანსური ბაზრების სტაბილურობას, რომ ინფლაცია სამიზნე 3%-ს  მიუახლოვდეს. მისი პროგნოზით 2025-ში გაუტოლდება. 

მოულოდნელი იყო შრი-ლანკის ცენტრალური ბანკის წინა კვირის გადაწყვეტილება, 50 საბაზისო პუნქტით, 8.5%-მდე  განაკვეთის შემცირების, რამაც მოლოდინები გააუმჯობესა და შერბილების პერსპექტივა გააჩინა.

ამასთან აღინიშნა ფრთხილად შერბილებაზე, შესაბამისად შენარჩუნდება მკაცრი პოლიტიკა, რადგან არსებული პროგნოზებით ინფლაცია 4%-დან 5%-მდე შუალედში 12-დან 18 თვემდე პერიოდში შენარჩუნდება.

ჩვენ რეგიონში, სებ-ის შემდეგ, 28 მარტს განაკვეთი აზერბაიჯანმა შეამცირა, 7,75%–დან 7,5%–მდე. როგორც იცით, სებ-მა, მპკ-ს 13 მარტის  სხდომაზე, განაკვეთი, ერთბაშად, 75 საბაზისო პუნქტით, 8,25%-მდე შეამცირა.