თბილისი (GBC) - ეროვნულმა ბანკმა სექტემბერ-ოქტომბერში 820 000 ლარის ჯარიმები გამოწერა.
8 სანქცირებულიდან, ყველაზე მოცულობითი, ნახევარ მილიონზე მეტი, ვალუტის გადამხურდავებელ (ვგპ) "მაქსპროს" დაეკისრა (შპს-ს მფლოველი დავით ლომაძე).
500 -ზე მეტი შემთხვევაა იდენტიფიცირების გარეშე კლიენტის მომსახურების. სებ-მა AML/CFT კანონმდებლობის სხვა დარღვევებიც გამოავლინა, მ.შ. ელექტრონულ სისტემის გვერდის ავლით მომსახურების.
დაჯარიმებულ ბიზნეს სუბექტებს შორისაა სავალუტო ჯიხურები, სესხის გამცემი სუბიქეტები (სგს) და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (psp)
|
სანქცირებულები |
09/10-2025 (₾) |
|
ვგპ მაქსპრო |
596 000 |
|
ვგპ ვალერიან ქარდავა |
85 000 |
|
ვგპ მონი რეითი |
42 000 |
|
ვგპ ნ/ნ |
40 000 |
|
სგს თრასთ კაპიტალი |
23 000 |
| სგს ფლექსი კაპიტალი |
19 000 |
|
ვგპ საბა&ლუკა |
13 000 |
|
psp ვოლიფეი |
3 000 |
წყარო: ეროვნული ბანკი