თბილისი (GBC) - Bank of Georgia Group-ის (BOGG) ცნობით, ჯგუფი წლიურ შედეგებს (FY22 და 4Q22) ინვესტორებს 16 თებერვალს წარუდგენს. 

TBC Bank Group PLC -ის ცნობით კი წლიურ შედეგებს 22 თებერვალს გამოაქვეყნებენ, ინვესტორებთან პრეზენტაციას კი 23 თებერვალს წარუდგენენ.

ბანკი

მოგება FY22 / ლარი

 

საქართველოს ბანკი

924.34 მლნ

 

თიბისი ბანკი

893.54 მლნ

 

სავარაუდოა, რომ ინვესტორების მთავარი კითხვები მოგებასა და დივიდენდთან იქნება დაკავშირებული, რაც IFRS - ის, მოგების გადასახადის ცვლილებისა და ახალი ბუფერების ამოქმედების შედეგად წარმოიშვა.

წლის ბოლოს BOGG-მ ინვესტორებს მოგების გადასახადის ცვლილებებით გამოწვეულ 80-90 მლნ ლარის სავარაუდო ერთჯერად ხარჯზე შეატყობინა. ხოლო TBC PLC-მ კი ინვესტორებს აცნობა, რომ ცვლილების სავარაუდო ეფექტი ჯგუფის წლიურ მომგებიანობაზე 100-110 მილიონი იქნებოდა.

ორივე სისტემურმა ბანკმა ცვლილებების  დაზუსტებულ ეფექტზე წლიურ შედეგებში უნდა განაცხადონ.