პარლამენტმა სებ-ის 2027-2029 -ის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამ...
უმაღლეს საკანონმდებლო
ორგანოში კენჭი ეყარა (76
მომხრე) დადგენილების
პროექტს „2027-2029 წლების
ფულად-საკრედიტო და
სავალუტო პოლიტიკის
ძირითადი მიმართულებების“
შესახებ, რომელშიც
განსაზღვრულია ინფლაციის
მიზნობრივი მაჩვენებელი,
მიზნის მისაღწევად
გამოსაყენებელი
მონეტარული პოლიტიკის
ძირითადი ინსტრუმენტები,
ასევე მიმოხილულია
არსებული
მაკროეკონომიკური გარემო
და შესაძლო რისკები.
აღნიშნული დოკუმენტი
საკანონმდებლო ორგანოში
საქართველოს ეროვნული
ბანკის პრეზიდენტმა ნათია
თურნავამ
წარადგინა.პლენარულ
სხდომაზე სიტყვით
გამოსვლისას ნათია
თურნავამ ინფლაციის
დინამიკაზე, გამომწვევ
ფაქტორებსა და
საშუალოვადიან
პროგნოზებზე ისაუბრა. მისი
შეფასებით, წელს ინფლაციის
ზრდა, ძირითადად, საგარეო
ფაქტორებით, კერძოდ, ახლო
აღმოსავლეთში მიმდინარე
კონფლიქტის შედეგად
საერთაშორისო ბაზრებზე
ენერგორესურსებისა და
სხვა სასაქონლო
პროდუქტების გაძვირებით
არის განპირობებული.სებ-ის
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ
ინფლაციის შედარებით
ხისტი კომპონენტები,
რომლებიც გრძელვადიანი
ინფლაციური მოლოდინების
შეფასებისთვის
მნიშვნელოვანია, მთლიან
ინფლაციასთან შედარებით
დაბალ დონეზე ნარჩუნდება.
ოქტომბრის მდგომარეობით,
საბაზო ინფლაცია 3.9%,
მომსახურების ინფლაცია 4%
იყო.მისივე თქმით, ეროვნული
ბანკის განახლებული
ცენტრალური სცენარით, იმ
დაშვებით, რომ ახლო
აღმოსავლეთში ვითარება
მომდევნო თვეებში
დასტაბილურდება და
საგარეო ინფლაციური წნეხი
ეტაპობრივად შერბილდება, 2026
წელს ინფლაცია საშუალოდ
5.4%-ს, ხოლო 2027 წელს 3.5%-ს
შეადგენს. მომდევნო წლის
მეორე ნახევრიდან
ინფლაცია მიზნობრივ 3%-ს
მიუახლოვდება.ნათია
თურნავას განცხადებით,
ინფლაციური რისკების
გათვალისწინებით,
მონეტარული პოლიტიკის
განაკვეთის მიმართ
ფრთხილი მიდგომა
ნარჩუნდება.„სწორედ ამ
რისკების
გათვალისწინებით,
პრევენციული მიზნით, 2026
წლის მაისში მონეტარული
პოლიტიკის განაკვეთი 8.25
პროცენტამდე გავზარდეთ და
ამ ეტაპზე უცვლელად
ვინარჩუნებთ. თუ
დავინახავთ, რომ
ინფლაციური მოლოდინები და
მეორე რაუნდის ეფექტები
ძლიერდება, მზად ვართ
პოლიტიკის კიდევ უფრო
მეტად გასამკაცრებლად.
ხოლო ინფლაციის მიზნობრივ
მაჩვენებელთან დაბრუნების
კვალდაკვალ, განაკვეთის
ეტაპობრივი შემცირების
შესაძლებლობა გვექნება“, -
აღნიშნა ნათია
თურნავამ.გამოსვლაში
ეროვნული ბანკის
პრეზიდენტმა საქართველოს
ეკონომიკურ ზრდაზეც
ისაუბრა. მისი განცხადებით,
მიუხედავად გლობალური
გამოწვევებისა, ქვეყანაში
ეკონომიკური აქტივობა
კვლავ მაღალია. წინასწარი
მონაცემებით, 2026 წლის
პირველ ცხრა თვეში
ეკონომიკურმა ზრდამ
საშუალოდ 7.4%
შეადგინა.“ზრდის ამგვარი
სტრუქტურა ხელს უწყობს
ეკონომიკის საწარმოო
პოტენციალის გაფართოებას
და ძლიერი ერთობლივი
მოთხოვნიდან მომდინარე
ინფლაციურ წნეხს
ანეიტრალებს. ეროვნული
ბანკის განახლებული
ცენტრალური პროგნოზით, 2026
წელს ეკონომიკური ზრდა 7.2%
იქნება, ხოლო 2027 წელს ზრდის
ტემპი ეტაპობრივად
დაუახლოვდება გრძელვადიან
დონეს და 5.5%-ის ფარგლებში
იქნება“, - განაცხადა ნათია
თურნავამ.მისივე
შეფასებით, სტრუქტურული
ეკონომიკური ცვლილებები
დადებითად აისახება
ქვეყნის საგარეო
პოზიციაზეც. კერძოდ, 2025 წელს
მიმდინარე ანგარიშის
დეფიციტმა მშპ-ის 2.9%
შეადგინა, ხოლო 2026 წლის
პირველ ნახევარში 2.5%-მდე
შემცირდა. საგარეო
ბალანსის გაუმჯობესებას
ხელს უწყობს როგორც
მომსახურებით, ისე
საქონლით ვაჭრობის
დადებითი
ტენდენციები.ნათია
თურნავამ ყურადღება ასევე
გაამახვილა გაცვლითი
კურსის სტაბილურობასა და
ლარიზაციის ზრდაზე. მისი
განცხადებით, საგარეო
ბალანსის გაუმჯობესებისა
და ხელსაყრელი
ფუნდამენტური ფაქტორების
ფონზე, ლარის გაცვლითი
კურსი სტაბილურობას
ინარჩუნებს.“2026 წლის
სექტემბრის მდგომარეობით,
საბანკო სექტორის მთლიანი
დეპოზიტების 57% ეროვნულ
ვალუტაშია განთავსებული,
რაც 2024 წლის დეკემბერთან
შედარებით 8.3 პროცენტული
პუნქტით არის გაზრდილი.
ამავე პერიოდისთვის,
მთლიანი საკრედიტო
პორტფელის 58.5% ლარშია
დენომინირებული. ეროვნული
ბანკი აქტიურად აგრძელებს
ლარიზაციის ხელშემწყობი
ღონისძიებების
განხორციელებას, რაც
მონეტარული პოლიტიკის
გადაცემის მექანიზმის
გაძლიერებასა და
ფინანსური სისტემის
სავალუტო რისკების მიმართ
მოწყვლადობის შემცირებას
ემსახურება“, - აღნიშნა
ნათია
თურნავამ.პარლამენტში
სიტყვით გამოსვლისას
ეროვნული ბანკის
პრეზიდენტმა საერთაშორისო
სავალუტო რეზერვების
დაგროვებისა და მათი
ეფექტიანი მართვის
პოლიტიკაზეც ისაუბრა. მისი
განცხადებით, ქვეყნის
საგარეო პოზიციის
გაუმჯობესება და
ხელსაყრელი ფუნდამენტური
ფაქტორები საერთაშორისო
რეზერვების შემდგომი
ზრდისთვის საფუძველს
ქმნის.“2025 წელს ეროვნული
ბანკის მიერ
განხორციელებულმა უცხოური
ვალუტის წმინდა
შესყიდვებმა 2.4 მლრდ აშშ
დოლარი შეადგინა, ხოლო 2026
წლის პირველ ცხრა თვეში
წმინდა შესყიდვების
მოცულობამ უკვე
გადააჭარბა გასული წლის
მთლიან მაჩვენებელს და 3.37
მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.
შედეგად, 2026 წლის ოქტომბრის
მდგომარეობით,
საერთაშორისო რეზერვების
მოცულობამ ისტორიულ
მაქსიმუმს, 8.25 მლრდ აშშ
დოლარს მიაღწია, ხოლო
საერთაშორისო სავალუტო
ფონდის რეზერვების
ადეკვატურობის (ARA)
მაჩვენებელმა 130% შეადგინა“,
- განაცხადა ნათია
თურნავამ.მისივე თქმით,
რეზერვების მოცულობის
ზრდასთან ერთად,
მნიშვნელოვანია მათი
ეფექტიანი მართვა და
დივერსიფიკაცია. ამ მიზნით,
ეროვნული ბანკი
საერთაშორისო სარეზერვო
აქტივებში მონეტარული
ოქროს წილის ზრდას და
სარეზერვო აქტივების
ვალუტების მიხედვით
დივერსიფიკაციას
აგრძელებს.კერძოდ, 2026 წელს
ეროვნულმა ბანკმა
დამატებით, ჯამურად 500 მლნ
აშშ დოლარის ღირებულების
მონეტარული ოქრო შეიძინა.
ოქტომბრის მდგომარეობით,
მონეტარული ოქროს
ღირებულებამ 1,365.4 მლნ აშშ
დოლარი შეადგინა, რაც
მთლიანი საერთაშორისო
რეზერვების 16.6%-ია. ამასთან,
სარეზერვო აქტივებში
დაემატა ბრიტანული ფუნტი
და გაიზარდა ჩინური
იუანისა და ევროს
აქტივების ფლობა.ნათია
თურნავამ გამოსვლის
დასასრულს აღნიშნა, რომ
წარმოდგენილი
ფულად-საკრედიტო და
სავალუტო პოლიტიკა
საშუალოვადიან პერიოდში
ფასების სტაბილურობის
უზრუნველყოფას
ემსახურება, რაც
საქართველოს ეკონომიკის
მდგრადობას გაზრდის
პოტენციური შოკების
მიმართ და ხელს შეუწყობს
ქვეყნის სტაბილურ და
გრძელვადიან ეკონომიკურ
ზრდას.
1794404941