2027 წლის ბიუჯეტში კაპიტალური ხარჯები 8.4 მლრდ ლარს აჭარბებს, ჯანდაცვი...
ამის შესახებ ფინანსთა
მინისტრმა ლაშა
ხუციშვილმა პარლამენტში 2027
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
პროექტის წარდგენისას
განაცხადა.ბიუჯეტის
პროექტის მიხედვით,
განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს
დაფინანსება მიმდინარე
წელთან შედარებით 298 მლნ
ლარზე მეტით იზრდება და 3
მლრდ ლარს აჭარბებს.
ამასთან, საგანმანათლებლო
ინფრასტრუქტურისა და
მოსწავლეთა
ტრანსპორტირების
დაფინანსების
გათვალისწინებით,
განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის
პროგრამებზე ჯამურად 3,71
მლრდ ლარი
მიიმართება.განათლების
სამინისტროს
ასიგნებებიდან 1,95 მლრდ
ლარზე მეტი სკოლების
დაფინანსებას მოხმარდება.
სასკოლო განათლების
მომსახურებას 560 ათასზე
მეტი მოსწავლე იღებს.
სკოლების დაფინანსება
მიმდინარე წელთან
შედარებით 190 მლნ ლარზე
მეტით იზრდება, რაც 70 ათასზე
მეტი მასწავლებლისა და
ადმინისტრაციული
პერსონალის ხელფასების
ზრდის შესაძლებლობას
იძლევა.გარდა ამისა,
მომავალი წლის
სექტემბრიდან საჯარო
სკოლებში 30 ათასზე მეტი
დამრიგებლის დანამატის
გაორმაგებაა
გათვალისწინებული. ზოგადი
განათლების სხვა
პროგრამების დაფინანსება
284 მლნ ლარს
შეადგენს.პროფესიული
განათლებისთვის,
დაგეგმილი
სამშენებლო-სარეაბილიტაციო
სამუშაოების ჩათვლით, 263 მლნ
ლარია გამოყოფილი, რაც 45
ათას მოქალაქეს
პროფესიული განათლების
მიღების შესაძლებლობას
მისცემს.უმაღლესი
განათლების დაფინანსება 267
მლნ ლარამდეა
განსაზღვრული, საიდანაც 105
მლნ ლარი სახელმწიფო
უნივერსიტეტებში უფასო
სწავლების პროგრამას
მოხმარდება. მიმდინარე
წელს ამ პროგრამის
ფარგლებში პირველ კურსზე 20
ათასზე მეტი სტუდენტი
ჩაირიცხა. მეცნიერების
დაფინანსება 97 მლნ ლარს,
ახალგაზრდობის
მხარდაჭერის პროგრამები
კი 26 მლნ ლარზე მეტს
შეადგენს. ამ უკანასკნელის
ფარგლებში ცხვარიჭამიასა
და ბახმაროში ახალი
ახალგაზრდული ბანაკების
მშენებლობა დაიწყება.რაც
შეეხება ჯანდაცვისა და
სოციალური მიმართულებების
დაფინანსებას, 2027 წლის
ბიუჯეტით სამინისტროსთვის
10 მლრდ 907 მლნ ლარზე მეტია
გათვალისწინებული, რაც
მიმდინარე წლის
მაჩვენებელს 1 მლრდ 238 მლნ
ლარზე მეტით
აღემატება.აქედან 5 მლრდ 700
მლნ ლარი საპენსიო
უზრუნველყოფას
მოხმარდება, რაც მიმდინარე
წლის დაფინანსებაზე 685 მლნ
ლარით მეტია. სხვადასხვა
სოციალური პროგრამისთვის 1
მლრდ 994 მლნ ლარია
გათვალისწინებული,
ჯანდაცვის პროგრამების
დაფინანსება კი 2 მლრდ 462 მლნ
ლარს აჭარბებს და 243 მლნ
ლარით იზრდება.სამედიცინო
დაწესებულებების
რეაბილიტაციისა და
აღჭურვისთვის 145 მლნ ლარი
გამოიყოფა, რაც მიმდინარე
წლის მაჩვენებელს 65 მლნ
ლარით აღემატება. მომდევნო
წელს პროგრამის ფარგლებში
ფსიქიკური ჯანმრთელობისა
და ნარკომანიის
პრევენციის ცენტრის
საავადმყოფოს მშენებლობა
დაიწყება. იძულებით
გადაადგილებულ პირთა და
მიგრანტთა
ხელშეწყობისთვის კი 418 მლნ
ლარზე მეტია
გათვალისწინებული.კაპიტალური
ხარჯები - 8.4 მლრდ ლარზე
მეტი2027 წლის ნაერთი
ბიუჯეტიდან კაპიტალური
ხარჯების დასაფინანსებლად
8,4 მლრდ ლარზე მეტი
მიიმართება. დაფინანსების
ძირითადი მიმართულებებია:
მუნიციპალური
ინფრასტრუქტურა - 2,8 მლრდ
ლარზე მეტი; საგზაო
ინფრასტრუქტურა - 1,38 მლრდ
ლარზე მეტი, მათ შორის, 773 მლნ
ლარი ჩქაროსნული
მაგისტრალების
მშენებლობაზე;
საგანმანათლებლო
ინფრასტრუქტურა - 830 მლნ
ლარი; წყალმომარაგება და
წყალარინება - 350 მლნ ლარი.
ამასთან, მიმდინარე წელს
გაერთიანებულ
წყალმომარაგების
კომპანიას დამატებით 280 მლნ
ლარი გამოეყოფა, რომლის
ფარგლებში სამუშაოები 2027
წელს განხორციელდება;
ენერგეტიკული
ინფრასტრუქტურა - 230 მლნ
ლარი, მათ შორის, ენერგიის
დამაგროვებელი
მოწყობილობების
მშენებლობისთვის.
რეგიონების გაზიფიცირების
სამუშაოების
განახლებისთვის მიმდინარე
წელს დამატებით 55 მლნ ლარი
გამოიყოფა; სპორტული
ინფრასტრუქტურა - 310 მლნ
ლარი; ტურისტული
ინფრასტრუქტურა - 100 მლნ
ლარი. მთის კურორტების
განვითარებისთვის 2027 წლის
სამუშაოების
დასაფინანსებლად
მიმდინარე წელს 80 მლნ ლარზე
მეტი გამოიყოფა; იძულებით
გადაადგილებულ პირთა და
მიგრანტთა განსახლება - 408
მლნ ლარი, რაც ბიუჯეტის
წინა პროექტთან შედარებით
140 მლნ ლარით გაზრდილი
მაჩვენებელია; ჯანდაცვის
ინფრასტრუქტურა - 140 მლნ
ლარი; სამელიორაციო
სისტემები - 85 მლნ ლარი.
ამასთან, 2026 წელს მომდევნო
წლის პროექტებისთვის
დამატებით 70 მლნ ლარი
გამოიყოფა; მყარი
ნარჩენების მართვის
პროექტები - 110 მლნ ლარზე
მეტი; პოლიცია, სახელმწიფო
უსაფრთხოება და თავდაცვა -
882 მლნ ლარი; საქართველოს
რკინიგზის
გამტარუნარიანობის ზრდა - 250
მლნ ლარი; თბილისის მეტროს
მოდერნიზაცია - 125 მლნ ლარი;
სოფლების ინტერნეტიზაცია -
107 მლნ ლარი
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის
მშენებლობისთვის; სხვა
კაპიტალური ხარჯები - 303 მლნ
ლარი. მინისტრის
ინფორმაციით, დამატებითი
დაფინანსება
გათვალისწინებულია
იძულებით გადაადგილებულ
პირთა საცხოვრებლით
უზრუნველყოფის ახალი
სამთავრობო
ინიციატივისთვისაც.
კერძოდ, მიმდინარე წელს ამ
მიმართულებით 100 მლნ ლარზე
მეტი მიიმართება, ხოლო 2026-2027
წლებში კომპენსაციას 16
ათასზე მეტი ოჯახი
მიიღებს.ამასთან, ანაკლიის
პორტის მშენებლობის
ფარგლებში, 2027 წელს
განსახორციელებელი
სამუშაოების
დასაფინანსებლად
მიმდინარე წელს დამატებით
125 მლნ ლარი გამოიყოფა.
1794391014