თბილისი (GBC) - სებსტატის მონაცემებით, 2024 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $290.6 მლნ შეადგინა, რაც  2.59%-ით ნაკლებია ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ($298,1 მლნ). სებსტატის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი თანხა $70,6 მლნ RIA-ს არხებით გადმოირიცხა, რამაც მთლიანი გადმორიცხული თანხის 24.3% შეადგინა. 

Zolotaia Korona-დან საქართველოში $65,5 მლნ-ის გზავნილი განხორციელდა, რამაც აგვისტოში გადმორიცხული მთლიანი თანხის 22.6% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ Zolotaia Korona-დან საქართველოში გადმორიცხული ფული მიმდინარე წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში უმეტესად კლებაშია. 

სებსტატის მონაცემებით, Money Gram-ის არხებით აგვისტოში $59,1 მლნ გადმოირიცხა, ამ მაჩვენებელმა მთლიანი გადმორიცხული თანხის 20.3% შეადგინა.

Western Union-ით აგვისტოში $58,7 მლნ გადმოირიცხა, რამაც მთლიანი გადმორიცხული თანხის 20.2% შეადგინა. 

Intel Express–ს რაც შეეხება, მიმდინარე წლის აგვისტოში ჯამში $32,8 მლნ გადმოირიცხა, რამაც მთლიანი გადმორიცხული თანხის 11.3% შეადგინა. 

Rico Gram-დან აგვისტოში $3,2 მლნ-ის თანხა გადმოირიცხა, რაც მთლიანი გადმორიცხული თანხის 1.1%-ია

აღსანიშნავია, რომ Contact-დან გადმორიცხული თანხა სებსტატის მონაცემებში მიმდინარე წლის მარტიდან აღარ ფიქსირდება. ასევე, Unistream-დან ბოლოს თანხა 2023 წლის აგვისტოში გადმოირიცხა.