თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტვიტერზე დაწერა, რომ ევროკომისიამ დადებითი შეფასება მისცა საქართველოს და რეკომენდაციას უწევს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის დამსახურებული სტატუსის მისაღებად.

მთავრობის მეთაური ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„ევროკომისიამ დადებითი შეფასება მისცა საქართველოს და რეკომენდაციას უწევს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის დამსახურებული სტატუსის მისაღებად.

მხარდაჭერისთვის მადლობელნი ვართ და  ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისკენ მიმავალ გზაზე სვლას სიხარულით ვაგრძელებთ", - აღნიშნავს პრემიერი.