თბილისი (GBC) – მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დღეს, 14 თებერვალს იღებს სტარტს და 16 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, იგი უმაღლესი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპის ლიდერებთან და აშშ-ის დელეგაციასთან, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის კონფერენციის პანელურ დისკუსიებში: ,,საქართველო ყურადღების ცენტრში“ და ,,რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკა“, სადაც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრებს.

სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდება.