თბილისი (GBC) – პარტია “ქართულ ოცნებას“ ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კობახიძის კანდიდატურა პარტიის პოლიტსაბჭომ წარადგინა, თავმჯდომარის პოსტზე კი მას ყრილობა დაამტკიცებს, რომელიც ამ წუთებში სასტუმრო “პარაგრაფ თბილისში“ მიმდინარეობს.

ყრილობას მხარდასაჭერად, ასევე, “ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა წარედგინება.

პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 25 აპრილს ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.