თბილისი (GBC) – ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც უკრაინა რუსული გაზის ტრანზიტს არ წყვეტს, ევროპული ქვეყნების მხარდაჭერაა, განაცხადა კომპანია „ნაფტოგაზ უკრაინას“ მმართველმა ნავთობის მოპოვების, ტრანსპორტირებისა და გადამუშავების საკითხებში ალექსეი ჩერნიშოვმა.

ჟურნალ Newsweek–თან ინტერვიუში ჩერნიშოვმა აღნიშნა, რომ ეს მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპის იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნიათ. მისი თქმით, ქვეყნებს, როგორებიცაა ჩეხეთი, უნგრეთი, ავსტრია, სლოვაკეთი, საკმაოდ შეზღუდული წვდომა აქვთ მიწოდების სხვა არხებზე.

ჩერნიშოვმა აღნიშნა, რომ უკრაინა აგრძელებს გაზის ტრანზიტს „მხოლოდ და მხოლოდ ევროპელი პარტნიორებისთვის“. „თქვენ რომ არ გაიყინოთ“, – განაცხადა მან.