თბილისი (GBC) - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განაცხადა, რომ „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის სამი ფაქტი აღიკვეთა.
მებაჟეებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმებისას ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, 145 ფსიქოტროპული კაპსული და 50 გრამი ფხვნილის სახით დაფასოებული ნივთიერება. უწყების ცნობით, ნარკოტიკების ნაწილი სხეულზე მალულად იყო განთავსებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.