თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით 3Q26-ში საქართველოს აეროპორტები 3 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 6.1%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე - აეროპორტებიდან გაემგზავრა 1.5 მილიონი მგზავრი (6%-ით მეტი), ხოლო აეროპორტებმა მიიღო 1.5 მილიონი მგზავრი (6.2%-ით მეტი).

3Q26-ში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 94% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.

3Q26-ში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 11.6 ათასი შეადგინა, რაც 7.6%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

3Q26-ში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 12.3 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 88.2% მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 11.8% - გაგზავნილი.

საქსტატის მონაცემებით, 3Q26-ში საქართველოს აეროპორტებში 0.8 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 9.2%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

3Q26-ში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 211.5 ათასი მგზავრი და გადატანილია 25.9 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 14.4%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო  გადატანილი ტვირთის მოცულობა 26%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.