თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წელის პირველ კვარტალში საქართველოში $5,4 მლნ-ის მეორადი ტანსაცმელი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ($8,6 მლნ) $3,1 მლნ-ით ჩამორჩება (-36.3%). 

ამასთან, 2024 წელს საქართველოში ჯამში $40,7 მლნ-ის მეორადი ტანსაცმელი შემოვიდა.

2024 წლის მეორადი ტანსაცმლის საიმპორტო TOP3 ქვეყანაა:

  • თურქეთი - $17,1 მლნ
  • აშშ - 4,6 მლნ
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - $3,37 მლნ

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელის პირველ კვარტალში საქართველოდან ექსპორტზე $103.19 ათასის ღირებულების მეორადი ტანსაცმელი გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით ($23.19 ათასი) თითქმის გახუთმაგებულია და $80 ათასით არის გაზრდილი (+344.9%). 

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოდან ჯამში $282.81 ათასის ღირებულების მეორადი ტანსაცმელი გავიდა.

2024 წლის მეორადი ტანსაცმლის საექსპორტო TOP3 ქვეყანაა:

  • სომხეთი - $123.83 ათასი
  • აზერბაიჯანი - $47.22 ათასი
  • ჩილე - $37.7 ათასი