თბილისი (GBC) - საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის ნოემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4%-ით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2.7%-იანი კლებით, რამაც -0.53პ.პ შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.5%-ით.
ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 24.8%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3%-იანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 3.82 და 1.81პ.პ შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 19.6%-ით.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია 2024 წლის ნოემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსები (წინა თვესთან და წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით) და მის ფორმირებაში მონაწილე ხარჯების კატეგორიების შესაბამისი წვლილები.