თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2Q26-ში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში ₾28.1 მლრდ-ს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2Q26-ში  3%-ით განისაზღვრა.

2Q26-ში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (16.6%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8%), ტრანსპორტი და დასაწყობება (19.8%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (17.4%), დამამუშავებელი მრეწველობა (7.3%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (15%).

კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა (-4.8%) და სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-3.5%).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.9%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.1%). შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (8.9%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (7.6%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.5%), მშენებლობა (6.5%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (6.4%), განათლება (6.4%) და ტრანსპორტი და დასაწყობება (6.3%). 

დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2026 წლის 13 ნოემბერს.