თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.8%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.3%-ით) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (0.8%-ით), სხვადასხვა საქონელსა და მომსახურების: ჯგუფში ფასები გაზრდილია 1.4 %-ით, რაც თვის ინდექსზე 0.07 %-პპ-ით აისახა.
საქსტატის სტატისტიკური მონაცემების თანახმად ფასების მატება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: დაზღვევა (3.9%), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (3.9%) და პირადი ჰიგიენა (1%);
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 1.5%-ით, რაც -0.15%-პპ-ით აისახა თვის ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (-2.4%) ქვეჯგუფზე.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2024 წლის მარტის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.
საქსტატის მონაცემების თანახმად წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.1%-ით, რაც 0.98%-პპ-ით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (11%-ით), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (5.8%-ით) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.9%-ით);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაზრდილია 10.2%-ით, რაც წლიურ ინდექსზე 0.54%-პპ-ით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე:
საფინანსო მომსახურება (26.6%), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (10.6%), დაზღვევა (3.9%) და პირადი ჰიგიენა (3.2%);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.5%, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.31%-პპ-ით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (5.7%-ით), ისე თამბაქოს ნაწარმზე (3.1%-ით);
საქსტატის მონაცემების მიხედვით სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 3.4%ით, რაც
წლიურ ინფლაციაზე -1.17%-პპ-ით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-19.4%), ბოსტნეული და ბაღჩეული (-15.3%), პური და პურპროდუქტები (-8.9%), რძე, ყველი და კვერცხი (-3.9%). ამასთან, ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (25.7%), მინერალური და წყაროს წყალი,
უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები
(2.8%), ყავა, ჩაი და კაკაო (2.1%) და თევზეული (1.3%).
ამასთან, 2024 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.01%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.5% შეადგინა.