თბილისი (GBC) – 2022 წელს საქართველოში $68.1 მლნ-ის 181.7 ათასი ტონა ფქვილი იმპორტირდა, რაც ფულად გამოსახულებაში 466%-ით,ხოლო რაოდენობაში 384%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2021 - $12 მლნ-ის 181.7 ათასი ტ).
იმპორტირებული ფქვილის ფასი 15.6%-ით არის გაზრდილი. თუ 2021 წელს იმპორტირებული ფქვილის ფასი 0.32 დოლარი იყო, 2022 წელს ფასმა 0.37 დოლარი შეადგინა.
იმპორტირებული ფქვილის 98% რუსეთიდანაა შემოსული.
ტოპ 5 პარტნიორი ქვეყანა კი ასე გამოიყურება:
# |
ქვეყანა |
თანხა |
რაოდენობა |
1კგ-ს ფასი |
%-წილი |
1 |
რუსეთი |
66.8 მლნ |
179 ათასი ტ |
$0.37 |
98% |
2 |
თურქეთი |
0.9 მლნ |
1.2 ათასი ტ |
$0.71 |
1.3% |
3 |
იტალია |
0.2 მლნ |
146 ტ |
$1.1 |
0.2% |
4 |
ყაზახეთი |
0.1 მლნ |
270 ტ |
$0.36 |
0.1% |
5 |
ლიეტუვა |
0.08 მლნ |
133 ტ |
$0.6 |
0.1% |
წყარო: საქსტატი (საგარეო ვაჭრობის პორტალი). ცხრილში მითითებული ფასები არ მოიცავს ტრანსპორტირების ხარჯებს.