თბილისი (GBC) - ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss შემოდის.
ავიანიუსის ინფორმაციით, რეისები, 12 აპრილიდან, კვირაში 2 სიხშირით შესრულდება. ავიაკომპანია ციურიხი-თბილისის რეგულარულ რეისებს Airbus 320 -ით მოემსახურება.
Edelweiss 29 წლის წინ დაფუძნებული შვეიცარიული Swiss International Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანიაა, რომელიც Lufthansa ჯგუფის მფლობელობაში შედის. ის ფრენებს ციურიხის ბაზიდან ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის კონტინენტზე 90 მიმართულებით ასრულებს.
კიდევ 3 ავიაკომპანიის შემოსვლაზე ვრცელდება ინფორმაცია British Airways,Transavia France, easyJet