თბილისი (GBC) – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ოქტომბერში საქართველოში რუსი ვიზიტორების რაოდენობა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 274.4%-ით გაიზარდა და 109 158 ადამიანი შეადგინა.

2021 წლის ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 29 159 ადამიანს შეადგენდა.

საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, 2022 წლის ოქტომბერში ტოპ-10 ქვეყანას შორის რუსეთი 1-ელ ადგილზეა. მას მოსდევს თურქეთი 81 033 ვიზიტორით, მე-3 ადგილზე კი სომხეთია 72 877 ვიზიტორით.

ოქტომბერში საქართველოში სულ 344 595 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +82.6%-ს შეადგენს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 78.5% აღდგენილია.

2022 წლის 10 თვეში საქართველოში 4 391 082 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 188.5%-ს შეადგენს. 2019 წლის იანვარი-ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 54.8%-ია.

10 თვეში საქართველოში 3,048,728 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2021 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდთან შედარებით ზრდა 137.9%-ს შეადგენს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი კი 68.8%-ია.