თბილისი (GBC) - ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია (AAWE) წერს, რომ 2023 წელს საქართველოდან რუსეთში, $168.3 მლნ-ის ღვინო გავიდა, რითაც საქართველომ რუსეთში ღვინის ძირითად იმპორტიორებში მე-3 პოზიცია დაიკავა. 

2023 წელს, რუსეთში ყველაზე დიდი მოცულობის ღვინო შეიტანა ლიეტუვამ, რამაც ჯამში $211.4 მლნ შეადგინა, მეორე პოზიცია დაიკავა იტალიამ, საიდანაც რუსეთში ექსპორტზე $171.5 მლნ-ის ღვინო გავიდა. 

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის პირველ სამ კვარტალში, რუსეთში ჯამში $146.8 მლნ-ის ღვინო გავიდა, წინა წლის ანალოგიური პერიოდში კი $129,03 მლნ.

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს რუსეთში ყველაზე მეტი რაოდენობის ღვინო შემდეგმა კომპანიებმა გაიტანეს (კომპანიები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული):

  • სს ბადაგონი;
  • შპს "წინანდლის ძველი მარანი";
  • შპს GVMT Group;
  • შპს ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი;
  • შპს ასკანელი ძმები;
  • შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია;
  • შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა;
  • შპს კახური ღვინის მარანი;
  • შპს კომპანია ბესინი;
  • შპს შალვინო.