თბილისი (GBC) – ჩინეთის ხელმძღვანელმა სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან  საუბარში სიცოცხლის გახანგრძლივების საკითხი წამოსწია. მათ ეს საკითხი პეკინში, ტიანანმენის მოედანზე განიხილეს, წერს სააგენტო Bloomberg.

ამ თემაზე საუბარი მედიამ პირდაპირ ეთერში ჩაიწერა. სიმ თქვა, რომ ადრე ადამიანები იშვიათად აღწევდნენ 70 წელს, ახლა კი ამ ასაკში „შენ ბავშვივით ხარ“. პუტინმა საპასუხოდ განაცხადა, რომ „ბიოტექნოლოგიების განვითარების წყალობით, მუდმივად შესაძლებელი ხდება ადამიანის ორგანოების გადანერგვა“ – შედეგად, „ადამიანები სულ უფრო გაახალგაზრდავდებიან და შეიძლება უკვდავებიც გახდნენ“. ამასთან დაკავშირებით სიმ აღნიშნა, რომ „პროგნოზების თანახმად, უკვე ამ საუკუნეში გახდება შესაძლებელი 150 წლამდე სიცოცხლე“, რის შემდეგაც კამერა გაითიშა.

პუტინი და სი ტოლები არიან – 72 წლის, და დღემდე არც ერთ მათგანს მინიშნებაც კი არ გაუკეთებია მემკვიდრეზე. ჩინეთის ხელმძღვანელმა გააუქმა წესი, რომელიც ორი 5–წლიანი ვადის მეტის უფლებას არ აძლევდა, შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, მისი ამ პოსტიდან წასვლა 2027 წელს, აღნიშნავს სააგენტო. პუტინს რაც შეეხება, რომელიც 4 ვადით იყო პრეზიდენტი, საკონსტიტუციო ცვლილებებით მთელი ეს 20–წლიანი ყოფნა კრემლში „გაანულა“ და რუსეთის პრეზიდენტობის უფლება 2036 წლამდე დაიკანონა. ამ თარიღისთვის იგი 84 წლის უნდა გახდეს. რუსეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 67 წელია.