თბილისი (GBC) – აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ორმაგი დაბეგვრა უქმდება. ამის შესახებ „აზერბაიჯანისა და თურქეთის მთავრობებს შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კანონპროექტშია აღნიშნული, რომელიც დღეს აზერბაიჯანის პარლამენტში განიხილეს. 

განხილვის შემდეგ კანონპროექტი კენჭისყრაზე გაიტანეს და დაამტკიცეს.

ანალოგიურ შეთანხმებას საქართველომ და თურქეთმა 2007 წელს მიაღწიეს. ეს შეთანხმება ძალაში 2010 წლის თებერვალში შევიდა.