თბილისი (GBC) – ლონდონის ბირჟაზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასი პარასკევს დილით 1,97%–ით ავარდა – $88,81–მდე ბარელზე მას შემდეგ, რაც ირანზე ისრაელის საჰაერო იერიშის შესახებ ცნობები გავრცელდა.

ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე კი ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი 2,05%–ით გაიზარდა და ბარელი $84,43 ღირს.