თბილისი (GBC) - ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბაგები-ჩოლოყაშვილის მონაკვეთზე ახალ ქსელზე გადაერთების ბოლო ეტაპის სამუშაოებს ასრულებს.

აღნიშნული რეაბილიტაცია კომპანიის 2025 წლის ერთ-ერთ მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტია.

სამუშაოები ფარგლებში სრულად განახლდა 5 კმ-მდე სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. ახალ ქსელზე 62 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, 57 საკვანძო და 39 წყალარინების ჭა მოეწყო, 5 სახანძრო ჰიდრანტი.

პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 3.5 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულების შემდეგ ჭავჭავაძის გამზირისა და მიმდებარე ქუჩების 3000-ზე მეტ აბონენტს, მომსახურება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

ჯივიპი ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 20 ივნისს დილის 10:00 საათზე დაიწყებს და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებს, სამუშაოების მიმდინარეობისას 20 ივნისს დილის 10:00 საათიდან 21 ივნისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ილია ჭავჭავაძის გამზირის N39, 41, 43, 45, 47, 49, 51, 53, 55, 73, 74, 75, 76, 78, 80, 82, 84, თამარაშვილის ქუჩა N1, 2ა, 3, 4, 5, 7, 9, გიორგი წერეთლის, ვახტანგ ლეჟავას, სოლიკო ხაბეიშვილის, ირაკლი ციციშვილის და მერაბ ბერძენიშვილის ქუჩებს. წყნეთის ქუჩის I ჩიხს, წყნეთის გზატკეცილის I ჩიხს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge