თბილისი (GBC) - მ/ბ "კრისტალი" კლიენტებს მიმდინარე ანგარიშებს 16 ივნისიდან გაუხსნის. 16 ივნისიდან იქნება შესაძლებელი ვადიანი და მოთხოვნამდე ტიპის ანაბრის გახსნაც.

მათ შორის სადეპოზიტო სერტიფიკატის, რომლის ანალოგი, იგივე პარამეტრებით, კრისტალს  ბანკად ტრანსფორმაციამდე (2023 წ.) აქვს გაშვებული. ყველაზე დაცული, თამასუქის ტიპის  ფასიანი ქაღალდი - „მონეტა“, რომელიც კიდევ  უფრო მოქნილი გახდება სადეპოზიტო სერთიფიკატად სახელდების შემდეგ.

მიკრობანკში მიიჩნევენ, რომ  მცირე და საშუალო ბიზნესსესხებთან ერთად, ამ საანაბრე პროდუქტით „კრისტალს“ ბაზარზე კონკურენტული უპირატესობა აქვს.

ამ ეტაპზე  2 წლამდე ვადიანობის ფასიანი ქაღალდი ლარში 13.5%-ად თავსდება. დოლარსა და ევროში დენომინირებული სერტიფიკატის სარგებელი კი ბაზარზე არსებულ განაკვეთზე  2-2.5%პ-ით  მეტია, შესაბამისად აშშ დოლარში წლიური განაკვეთია 6.25%, ევროში 4.75%.

მიკრობანკ "კრისტალს:" საკრედიტო პროდუქტების არჩევანი  მისოოობის პერიოდშიც დიდი ჰქონდა, მ/ო ბაზრის ლიდერი იყო.  16 ივნისიდან გაფართოების და უკეთესი პირობების შეთავაზების შესაძლებლობა  ჩნდება, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ბიზნესისთვის.

"კრისტალში" სამომხმარებლო და ავტოსესხის განაცხადის შევსება უკვე დისტანციურად არის მოსახერხებლი. მენეჯმენტმა ბანკად  ფორმირებისთვის 95 პროექტი დაამუშავა, მათ შორის ციფრული არხების განვითარებისთვის.

მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ მცირე და საშუალო მეწარმეეების დაკრედიტების სეგმენტზე კარგად პოზიციონირებულია, რადგან „კრისტალისთვის“ ნიშურია. ის უფრო ახლოსაა ბიზნესთან და შესამისად უკეთ იცის მათ საჭიროებებზე. 

ამ დროისთვის  მ/ბ კრისტალი იპოთეკურ სესხს 18%-დან (ეფექტური 22%-დან), სამომხმარებლოს 20%-დან (ეფექტრი 23.5%-დან), ავტოსესხსს 16%-დან (ეფექტური 28%-დან) და ასევე ავტოლომბარდს 16%-დან (ეფექტური 30%-დან) გასცემს.

1 მაისის მდგომარეობით, "კრისტალი" საბანკო ბაზარზე 564 მლნ ლარის საკრედიტო პორტფელით, 0.9% -იანი საბაზრო წილით არის წარმოდგენილი. ყველაზე მსხვილპორტფელიანია  მიკრობანკებში (მე-2 MBC-ის 0.2% უჭირავს). ყოფილი მისო ბაზარზე ოპერირებად რამდენიმე ბანკზეც (პაშა ბანკი, ზირაათ ბანკი, სილქ ბანკი) მსხვილია.

კრისტალი

 

Q1.05.2025

   2024

აქტივები

611 126 000

573,885,583

სესხები

563 533 000

514,043,291

შემოსავალი (სა%)

  53 764 000

125,548,760

.. სესხებიდან

  48 487 000 

118,525,778

.კაპიტალი

 98 642 000

  105,231,292

წმინდა მოგება 

  4 684 000

   21,073,985

 

ლარი

 ლარი

ROE

14.5%