თბილისი (GBC) – ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე (შუა დერეფანი) კონტეინერების გადაზიდვის ფასი მაისში, აპრილთან შედარებით, შემცირდა. გადამზიდავების შეფასებით, ივნისში ფასების დამატებითი შემცირებაა მოსალოდნელი – საშუალოდ 6%–ით, წერს ფასების სააგენტო Argus.

ამ მიმართულებით ფასების კლება ზედიზედ მესამე თვეა ფიქსირდება. სპეციალისტების თქმით, ამის მიზეზი წითელი ზღვის გავლით ტვირთბრუნვის ნორმალიზება გახდა, რამაც ჩინეთ–ევროპის მიმართულებაზე კონკურენცია გაზარდა.

„მზარდი კონკურენციის ფონზე გადამზიდავებს უფრო დაბალი ფასების შეთავაზება უწევთ კონტეინერების მფლობელებისთვის შუა დერეფნის მიმართულებაზე“, – აცხადებენ ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლები.

მათი თქმით, საკონტეინერო გადაზიდვების შემცირება დადებითად აისახა აღნიშნული მიმართულებით მატარებლების გადაადგილების სისწრაფეზე.