თბილისი (GBC) - რუსეთიდან ტრანსფერები 19%-ით შემცირდა, აშშ-დან 17%-ით გაიზარდა. 

აპრილში ოკუპანტი ქვეყნიდან 40 მლნ-მდე აშშ დოლარი გადმოირიცხა და მთლიან  გზავნილებში წილი 13.5%-მდე შემცირდა (04/2024 – 17.6%; 04/2023 – 43%; 04/2022 – 43.2%)

სულ, ქვეყანაში $295.5 მილიონი შემოვიდა, მ.შ, ევროკავშირის სახელმწიფოებიდან  $133 მილიონი.

საინვესტიციო ბანკირები სავალუტო შემოდინებების გაზრდას ელიან. ამას ემატება ახალი ბიზნეს მიმართულებები, რომლის პოტენციალი ბოლო პერიოდის გამოწვევების შემდეგ გაიზარდა, მათ შორის ციფრული ტექნოლოგიები, ლოგისტიკა.

ფულადი ნაკადების შემოდინების ტემპის შენარჩუნების მოლოდინს ამყარებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ოცნების ხელისუფლებისგან ინტეგრაციის პროცესის შეჩერების მიუხედავად მოსახლეობაში პროდასავლური განწყობები ურყევბია.

სებ-ის სტატისტიკით, ევროკავშირის ქვეყნებიდან გზავნილების წილი გადმორიცხვებში, წლიურად, 14%-ით, 45%-მდეა გაზრდილი. აშშ-დან კი 17%-ით, მდე. 18.3%-მდე.

საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორი ქვეყნები ევროკავშირიდან +აშშ

 

  04/25       $

შშ

53.99 მლნ

იტალია

50,21 მლნ

გერმანია

24,84 მლნ

საბერძნეთი

24,62 მლნ

 

წყარო: სებ-