თბილისი (GBC) - Lion Finance Group PLC-ის (ყოფილი Bank of Georgia Group PLC/BOGG) ინფორმაციით, ჯგუფის დამოუკიდებელ არააღმასრულებელ დირექტორს, ჰანა ლოიკანენს მარიამ მეღვინეთუხუცესი ჩაანაცვლებს.
7 აპრილს გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ ჰანა ლოიკანენი აღარ იყრის კენჭს კომპანიის 2025 წლის ყოველწლიურ საერთო კრებაზე (AGM), კომპანიის მემკვიდრეობის დაგეგმვის პროცედურებისა და დიდი ბრიტანეთის კორპორაციული მმართველობის 2024 წლის კოდექსის შესაბამისად, კომპანიის დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი არააღმასრულებელი დირექტორი, მარიამ მეღვინეთუხუცესი, შეცვლის ჰანა ლოიკანენს სამუშაო ძალის ჩართულობის დანიშნულ არააღმასრულებელ დირექტორად, კომპანიის 2025 წლის წლიური საერთო კრების დასრულებისთანავე.
ლოიკანენი ასევე დატოვებს დირექტორთა საბჭოს, ასევე უფროსი დამოუკიდებელი არააღმასრულებელი დირექტორის (SID) თანამდებობას და აუდიტის, ანაზღაურებისა და ნომინაციის კომიტეტების წევრობის თანამდებობებს 2025 წლის AGM-ის დასრულებისთანავე.
Lion Finance Group PLC-ის თავმჯდომარემ, მელ კარვილმა, აპრილში ლოიკანენს დირექტორთა საბჭოს სახელით, მადლობა გადაუხადა მისი დიდი თავდადებისა და მნიშვნელოვანი წვლილისთვის საბჭოსა და ჯგუფში, განსაკუთრებით უფროსი დამოუკიდებელი არააღმასრულებელი დირექტორის როლში. „ის მიდის ჩვენი დიდი მადლიერებით და ვუსურვებ ჰანას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“.
შეგახსენებთ, ლოიკანენი ჯგუფში 2018 წლიდან, ხოლო მეღვინეთუხუცესი კი 2021 წლიდანაა.